15:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 12:18:18, 912 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 9 ათასამდე საქმე მორიგებით დაასრულა

აღსრულების  ეროვნული ბიურო 2016 წლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 8 574 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 263 შემთხვევა და  შესაბამისად, იძულებითიგამოსახლება არ განხორციელდა;

შედარებისთვის, წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციამ სულ დაასრულა 297 საქმე, საიდანაც 83 პროცენტი მორიგებით დასრულდა. 

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებულია უქციონი შეწყდა 479 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 6 514მოქალაქეს.
საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული 7 724 ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 4 377 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები.

მათი უმთავრესი მიზანია, საქმის წარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.
 2016 წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებით დასრულდა 625საქმე.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics