14:45 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:04:59, 1889 ნახვა

სამართალი
რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებული: არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა

76  წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბექა შენგელია, მისთვის წარდგენილ ბრალდებას  სრულად არ ეთანხმება და თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც დღევანდელ პროცესზე შენგელიამ განაცხადა,  ცხედარის დანაწევრება  მისი გადაადგილების მიზნით მოხდა და არა-რიტუალური მოტივით. ამასთან, შენგელიას შეფასებით, აღნიშნული მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი არაა, რადგან სიცოცხლეში, მოხრჩობის გარდა, სხვამხრივ წამება არ მომხდარა:

„ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენების მზინით,  არ მომხდარა მისი მოკვლა. ცოცხალი ადამიანის გვამად  ქცევამდე არ ყოფილა ჩანაფიქრი,  რომ ორგანოები სხვაგვარად გამოყენებული ყოფილიყო. დანაწევრება მოხდა გვამის  გადაადგილების მიზნით, და არა რიტუალური მოტივით,  როგორც აჟღერებენ. ამიტომაც, არ ვთვლი რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, სისატიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ  როცა სისცოცხლეშივე აწამებ სხვაგვარად, გარდა ამისა, რაც აღვნიშნე,  ასეთი ქმედება არ ყოფილა“,-აღნიშნა ბექა შენგელიამ.

აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში სულ 5 პირი იმყოფება. საქმე ეპიზოდებადაა დაყოფილი. ამწუთებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების,  მოკლულის შვილისა და მისი შეყვარებულის  ბექა შენგელიას პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გასულ წელს  თბილისში, 76 წლის ქალის მკვლელობის  ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ ოთხი პირია დაკავებული.

გამოძიების  ინფრომაციით, 76 წლის  ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ დანა ჩაარტყეს და მოკლეს. გვამი ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თხრილში ჩაფლეს.

გამოძიება ამბობს,  რომ ეს  რიტუალური მკვლელობა იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics