22:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 13:35:56, 2060 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: მოისმინა საუბარი, რომ რაღაც ყავდათ „ტრუპი“, შემდეგ რა ჩაიდინეს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა

თბილისი საქალაქო სასამართლოში რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესები იმართება.

დაკავებული პირების მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე  მიმდინარეობს.

დანაშაულის  შეუტყობინებლობისა და დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე  ორი არასრულწლოვანის სხდომა დახურულია.

ჟურნალისტებან კომენტარი დაკავებულის ადვოკატმა გააკეთა.  

ქართლოს ვაშაკიძის თქმით, მისმა დაცვის ქევშ მყოფმა არ აღიქვა სერიოზულად,  როცა ბექა შენგელიამ მას უთხრა, რომ არსებობდა მკვდარი. ადვოკატის მტკიცებით, სწორედ  ამიტომ მან გამოძიებას  ინფორმაცია არ მიაწოდა.

„არიან თანაკლასელები, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, გვიან,  შესთავაზა ერთ-ერთმა  მეორეს, რომ მიეპატიჟებინა სახლში,  სადაც მოხდა მესამე მანდილოსათან შეხვედრა და გაცნობა,  რა დროსაც მოისმინა საუბარი, რომ რაღაცა ყავდათ ტრუპი, ვისი ტრუპი იყო და იყო ერთ-ერთი დედის ტრუპი. შემდეგ რა მოხდა და რა ჩაიდინეს,  ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა,  მაგრამ ეს გამონათქვამი მტკიცებულებითაა გამყარებული,  სადგან ის ოთახი ისმინებოდა კანონის ფარგლებში და ასევე ჩვენება მისცა ორივე ბრალდებულმა ჩემი ბრალდებულის  საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენი საუბარი მოისმინა მესამე პირმა“,-აღნიშნა ქართლოს ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში მოხუცი ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

გამოძიება ამბობს, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics