06:39 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 15:57:20, 1553 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი სააკაშვილზე: გაუთავებელ საუბარს სჯობს ვიფიქროთ, როგორ მოხდეს ოპოზიციური მიზნების განხორციელება

„სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ჩვენ ძალიან შეკავშირებულად და რწმენით ვიბრძოდით არჩევნებში, მაშინ არავის არ ეტყობოდა, რომ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ყოფილმა თანაგუნდელებმა გამარჯვების რწმენა დაკარგეს და სჯობს ისინი პარტიაში არ იყვნენ“.

როგორც წერეთელმა აღნისნა, უმჯობესია ოპოზიციური პარტიები ორიენტირებული იყვნენ თანამშრომლობაზე და არა იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„სრულად ყველაფრის შეფასებისგან ბუნებრივია თავს შევიკავებ. ეს მისი მოსაზრებაა. სანამ ეს ამბები მოხდებოდა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან შეკავშირებულად და რწმენით ვიბრძოდით არჩევნებში, უთანასწორო ბრძოლაში ხელისუფლების წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ მაშინ ვინმეს არ ჰქონდა იმედი გამარჯვების ან ბრძოლის ეშინოდა. ასეთი რამ არ ყოფილა და  ბუნებრივია, ამ შეფასებას ვერ დავეთანხმები.  ვფიქრობ, უფრო უკეთესია კონცენტრირება მოხდეს თუ რა იყო  და რა მოხდა. ამაზე გაუთავებელ საუბარს ჯობია, ვიფიქროთ იმაზე მომავალში ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ოპოზიციური მიზნების განხორციელება, როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და  როგორ უნდა შეიცვალოს რთული ცხოვრება, რომელიც დღეს არის. მე მგონი, ოპოზიციური პარტიები სწორედ ამაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, უნდა ეძებდნენ იმას თუ  სად შეიძლება მათ ითანამშრომლონ, სად შეიძლება იყოს საერთო ინტერესი და არა იმაზე როგორ დაშორდნენ ერთმანეთს, დაუპირისპირდნენ და ხელისუფლებამ მიიღოს რაღაც სარგებელი“, - განაცხადა  გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა იდეის და გამარჯვების რწმენა დაკარგეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics