17:28 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 14:39:25, 331 ნახვა

საზოგადოება
20:30 საათიდან 21:30 საათამდე საქართველო უკვე მეშვიდედ

გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად - „დედამიწის საათის“ მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - დღეს,  ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 საათიდან კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს.

ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, „მრგვალ ბაღში“  ჯგუფი „ყველა“ -ს  კონცერტი გაიმართება. 

მოძრაობის თეატრის მსახიობები  კი აქციის მონაწილეებისთვის „ცეცხლოვანი შოუს“  წარადგენენ.

ერთი საათი განმავლობაში შუქები ჩაქვრება  -  საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვა სამინისტრობის შენობებში;  საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქალაქის მუნიციპალურ შენობებში – მერია, საკრებულო. შოთა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში; • საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში,  „მშვიდობის ხიდი”,  ნარიყალას ციხე–სიმაგრე, • ძველი თბილისის შენობებში; • რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში,  • თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF),  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაზრდილი CashBack - ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics