17:00 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 11:09:32, 451 ნახვა

საზოგადოება
„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად თბილისში ნარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდა

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის - „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტი გაიმართა.  აქვე, „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა ცეცხლოვანი შოუ გამართეს. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.

თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის დღე“ უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები - მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა, ასევე, სამინისტროებში. 

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდა, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩა ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშა.

„დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი  მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე  მილიონობით ადამიანმა თქვა უარი.  

ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics