10:07 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 17:12:40, 419 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ხარძიანის საქმეზე მთავრობის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა, კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმესთან მთავრობის  ყოფილი და მოქმედი წევრების  შესაძლო კავშირის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მთავრობის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს, ბრალდების შემთხვევაში კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი ბრალდებები საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად ჩაითვლება.

"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. 
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა.
მომხდარის შესახებ კეთდება ბევრი კომენტარი  სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. 
გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.
კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics