10:07 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 09:31:40, 324 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც საქართველოში შეიძლება კარგი მინისტრი დაიქირავო

„5 ათასია ლარი არის ის მინიმუმი, რითაც საქართველოში დღეს, შეიძლება კარგი მინისტრი დაიქირავო“,-ამის შესახებ ექს  პერმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ში  მთავრობის წარმომადგენლების ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიების გამოწერა მისი  პრემიერობის დროსაც ხდებოდა და აღნიშნა, რომ  დღევანდელმა მთავრობამ ამ კუთხით გარკვეულ კონდინციამდე მისვლა შეძლო.

„ჩემს დროსაც ხდებოდა ასეთი პრემიერის გამოწერა, რაზეც ჩემი პრემიერობის დროს საზოგადოებას  ჰქონდა ამაზე რეაქცია, შემდეგ ეს გაგრძელდა და მიიღო ამან კულმინაცია.  ამ მხრივ მთავრობამ მოახერხა რაღაც კონდინციამდე მისვლა, თუმცა ეს კონტროლი უნდა გაგრძელდეს და თვალი არ უნდა მოვხუჭოთ. ესაა ჩვენი, საზოგადოების როლი, რომ კონტროლის მექანიზმი არ უნდა მოსუსტდეს. მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოით. 5 ათას ლარზე დაიყვანეს მინისტრების ხელფასები, პრემიების რაოდენობა მახსოვს ჩემს დროსაც. 5 ათასი ლარად  არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მაქვს მინისტრი. ჩვენ გვინდა დარგები განვთარდეს, შედეგები მივიღოთ და აუცილებლად ვსაჭიროებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამ დროს გადახდაზეც უნდა შევთანხმდეთ, ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს. მე მახსოვს გამონათქვამები იყო "ფეისბუქში" წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, როცა  პენსია როდესაც ამდენია. მე  ძალიან კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი,  საერთო მდგომარეობა არის დაბალი,  მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და  საერთო ეფექტურობაც ამაღლდება", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics