12:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 12:41:18, 335 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: საიდუმლო თემებზე საჯაროდ საუბარი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია

"რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ საიდუმლო საკითხებზე და რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები მით უფრო დაზიანდება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება  ირაკლი ალასანიას განცხადებას საჰაერო თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით და რომ ამ  ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მინდია ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს.
"არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. ეს ერთი, მეორე, არაფერს ვადა არ ეწურება. პროცესი კი მდინარეობს ჩვეულ რიტმში,  წარმატებით. ყველა ნაბიჯი,  რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, იდგმება.რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხზე და რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება ქვეყნის თავდაცვის ინტერესები.ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი, მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.  ამ საკითხზე საუბარი არც არასდროს ყოფილა.თავად  ალასანიას ჰკითხეთ",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე-მსგავსი  ხელშეკრულება რომ ყოფილიყო, მოაწერდა თუ არა  ხელს,  უპასუხა, რომ,  რა თქმა უნდა, მოაწერდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics