11:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 14:36:25, 346 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ბესიკ ხარძიანის ოჯახის ტრაგედია, ჩემი ტრაგედიაცაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის
მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამნაშავის გამოსავლენად გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მინისტრი იმედოვნებს, რომ გამოძიება საქმეს მალე გახსნის და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

 „ხარძიანის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც ეს არაერთხელ ითქვა. იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება. რაც შეეხება ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და მის ოჯახს ვუსამძიმრებ, რომლის არაერთი წევრი ჩემთან ერთად ნაძალადევში იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. მათი ტრაგედია ჩემი ტრაგედიაც არის. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ სამართალდამცავების საქმიანობის შედეგს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი მაქვს,  დამნაშავეების ვინაობა მალე გვეცოდინება და მათ მიეზღვევათ ის ადეკვატური, რაც ეკუთვნით“,– აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი  რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics