09:39 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 15:34:49, 349 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს  ხელი მინისტრებმა- თეა წულუკიანმა და ლევან ყიფიანმა იუსტიციის სამინისტროში მოაწერეს.
ორი სამინისტროს თანამშრომლობის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
ამ მიზნით დაიგეგმება წარმატებული სპორტსმენების ვიზიტები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ საზოგადოებრივ ცენტრებში, რომლებიც საქართველოს უკვე 20 სოფელში ფუნქციონირებენ.
განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიება კონფლიქტის საზღვრისპირა სოფლებში მშვიდობის მშენებლობისთვის; ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციის პროგრამებში ჩართული პირებისა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში. ამისათვის სამინისტროები და მათი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის სისტემას გამოიყენებენ. იგეგმება პრევენციის, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის/რეაბილიტაციისა და განრიდება-მედიაციის პროგრამებისათვის სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სპორტული აქტივობების, ბანაკების, სემინარების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში თანამშრომლობაც.
გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეძლებს, ისარგებლოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაცული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრისა და სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, მათ შორის: უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემებით, ორთოფოტოსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად შექმნილი მონაცემებით.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მემორანდუმს, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებს იმიტომ, რომ  ამ მემორანდუმის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ჩვენ რაიონებში, განსაკუთრებით სოფლად, ერთობლივად გამოვიყენებთ იმ ინფრასტრუქტურას, რაც გვაქვს საზოგადოებრივი ცენტრების სახით და ახალგაზრდებს შევთავაზებთ ახალი ტიპის აქტივობებს, იქნება ეს მართლშეგნების, კანონის უზენაესობის, თუ სხვა საკითხებთან- კნონმორჩილებასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, იმიტირებული პროცესები, თუ ზოგადად ვიზიტები ცნობილი სპორტსმენების, იურისტების, რისთვისაც ერთობლივად გამოვიყენებთ ამ ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდობასთან  უფრო მეტი ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გაიზარდონ მომავალი თაობები  ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ესმოდეთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონს დაცვა სჭირდება. ასევე ჩვენ მივცემთ სპორტის სამინისტროს წვდომას ჩვენს მონაცემთა ბაზებზე. იქნება ეს სამისამართო რეესტრი, თუ სხვა და ერთად ვიმუშავებთ გეოსივრცითი მონაცემების შექმნაზე.ეს ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ტექსტია ორ უწყებას შორის თანამშრომლობისთვის",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მემორანდუმი იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის ძალაში  ხელმოწერისთანავე შევიდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics