17:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 18:10:54, 334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, მარიეტ  შურმანის შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 13/25 რეზოლუციის შესრულების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციისა და მენეჯმენტის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათი ინტერესების გათვალისწინებას მოიცავს; ასევე, განიხილეს ქალის როლი ძალადობის შემცირებისა და კონფლიქტის პრევენციის პროცესში;
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაციის მექანიზმი 2014 წლის დეკემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა.

აღინიშნა, რომ გეგმის მოქმედების ვადა 2015 წელს იწურება და მისი განახლების განახლების პროცესში მთავრობის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გეგმის შესრულების შეფასების შედეგად გაიცა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics