00:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 10:02:17, 413 ნახვა

საზოგადოება
ქედაში პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

 

აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამისა და ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ს პრეზენტაცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: 20 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ან მათ მეურვეებს, 35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეებსა და ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანებს.

სწავლებას ტენდერში გამარჯვებული სასწავლებელი უზრუნველყოფს. სამთვიანი სასწავლო პროგრამით სულ 250 ბენეფიციარი ისარგებლებს.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ.

პროგრამების პრეზენტაცია მარტის თვეში დასაქმების სააგენტომ, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც ჩაატარა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics