06:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 13:29:04, 326 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო

"ახლა, როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო  საუკუნეების განმავლობაში ევროპის განვითარების თანამონაწილეა.

"ისტორიულად, კულტურულად ჩვენ  ევროპა ვართ. არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე.შესაძლოა გარკვეულწილად უფრო მტი  ღვაწლიც კი მიგვიძღვის იმიტომ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე,  ხშირად  მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო  ევროპული ცივილიზაციისათვის და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის.ყოველდღიურობაში  მყარად დავამკვიდროთ ის ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო,  რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო.  იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ,  საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორედ დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი. ამიტომ, დღეს მსურს მოგიწოდოთ ერთად შევაფასოთ მიღწეული, თვალი გავუსწოროთ  პრობლემებს და მკაფიო მზერა მივაპყრათ მომავალს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics