16:51 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:17:03, 317 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში გაუმართლებლად დაბალია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში გაუმართლებლად დაბალია.

ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს.

ვფიქრობ ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითმაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ. სწორედ ამ სულისკვეთებით,  გამო ვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად.   

ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის - ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია, ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას.

ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აირჩია, ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო
ვაშაძე - ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი
ნინო წილოსანი : ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა
გომელაური თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics