22:01 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:40:53, 322 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგები სჭირდება

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო  ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში ჩართულია,  მაგრამ როგორც კიდევ არაწევრი სახელმწიფო,  დაცულობის ევროატლანტიკური სისტემით სრულფასოვნად ვერ სარგებლობს.
 "საქართველოს  სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ ჩართულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. მაგრამ როგორც კიდევ არაწევრი სახელმწიფო, სრულფასოვნად ვერ ვსარგებლობთ დაცულობის ევროატლანტიკური სისტემით. ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში, პარტნიორებისგან მზარდ ყურადღებას ვითხოვთ",-განაცხადა პრეზიდეტნმა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა მომავალ რიგის სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამიტზე კონკრეტული შედეგები სჭირდება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მომავალი სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება როდია; საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, მოსახლეობისათვის ხელშესახებს გახდის ევროინტეგრაციის სიკეთეებს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანვე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება  საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზეც გაამახვილა. მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირისა და აშშ-ის როლის გაზრდა მნიშვნელოვანია.
"საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, დემოკრატიული განვითრების, ეკონომიკური წინსვლის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერაც აუმოქმედებლ რესურსს შეიცავს.
უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის და აშშ-ის როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა:
შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარებიდან;
 მოხდეს კოორდინირებული და ადექვატური რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics