01:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:21:03, 371 ნახვა

სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება


 „სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზრდება, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილებების რიცხვი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებებით გამოსვლისას გადაცხადა. 

მისივე თქმით,  საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი უნდა გაიზარდოს. 

„ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია, რომ  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული და შეუცვლელი ფუნქცია ეკისრება სასამართლო ხელისუფლებას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა,  ცვლილებათა მიუხედავად, ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება. უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაიზარდოს საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ უნდა დარჩეს ადგილი ეჭვისათვის, რომ სამართალწარმოება შეიძლება ლეგიტიმურის გარდა რაიმე სხვა მიზნით ხორციელდებოდეს. ნდობა გაიზრდება მაშინ, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილების რიცხვი. მსგავსი გადაწყვეტილებები კი პრინციპულმა, სამართლიანმა, კვალიფიციურმა, ნებისმიერი ზეწოლისგან თავისუფალმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი - მოსამართლეა. სწორედ ხსენებული კრიტერიუმებით შერჩეული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები წარმოგიდგინეთ გასულ წელს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის დანიშვნასაც გამოეხმაურა და  იმედი გამოთქვა, რომ ის სასამართლოს ნდობას აღადგენს.
[3:46:58 PM] Tako: „ აქვე მინდა შევეხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმას: ცხადია, პროცესში საზოგადოების ფართო მონაწილეობა მიზნად ისახავდა ღირსეულთა შორის საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც - სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ჩართულობით შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფრო მონდომებით აღადგენს სასამართლოსადმი ნდობას. მჯერა, რომ ქალბატონი ნინო დაუღალავი   შრომით  ახალ ფურცელს გადაშლის ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოსადმი პატივისცემის დამკვიდრება არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა, არამედ თითოეული ჩვენგანის  საზრუნავია. სამწუხაროდ, ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა. ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლო გადაწყვეტილებამდე მოხდა, სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. ეს პრეცედენტი დაფიქრებისა და სათანადო დასკვნების გამოტანისკენ მოგვიწოდებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics