15:08 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:54:26, 327 ნახვა

პოლიტიკა
ტარიელ ლონდარიძე: გულდასაწყვეტია, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას პარლამენტში ხელისუფლების სკამები ცარიელია

"აღსანიშნავია დღეა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იმყოფება, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ხელისუფლების სკამები ცარიელია და ისინი ამ გამოსვლას არ ესწრებიან",-ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა რეგიონების" თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის წევრების არ დასწრება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, არამედ იმ მოქალაქეების უპატივცემულობაცაა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა.

"აღსანიშნავი დღეა, რომ პრეზიდენტი იმყოფება ჩვენთან პარლამენტში, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ამ გამოსვლას არ ესწრება ხელისუფლება და ხელისუფლების სკამები ცარიელია.ეს ჩემთვის არის მიუღებელი და გამოხატავს უპატივცემულობას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, პარლამენტის მიმართ და ეს არ არის მარტო უშუალოდ პრეზიდენტის, ან პარლამენტის წევრების მიმართ უპატივცემულობა, არამედ არის იმ საზოგადოების, იმ მოქალაქეების  უპატივცემულობა, რომლებმაც აირჩიეს პირდაპირი წესით პრეზიდენტი და აგვირჩია  თითოეული ჩვენთაგანი და წარმოვადგენთ ქართულ საზოგადოებას. ამ ყველაფერს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი კრა ",-განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა
DW - ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics