14:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:31:02, 2562 ნახვა

კულტურა
23–26 ივლისს, ბათუმში, რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

23–26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები. 

კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield,  Snoop Dogg.

ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ  უფასოდ დაესწრონ  „NEW YORK BRASS BAND“ -ის  კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five’’-ში კონცერტებს გამართავს ასევე „House Band“ -   ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ იორკში მოღვაწე  ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, გიორგი მიქაძე გაუძღვება. 
 ბილეთების გაყიდვა დაიწყება აპრილის თვიდან ონლაინ, ვებ–გვერდზე BILETEBI.GE;
მისი ღირებულება კი, 50–140 ლარამდე იქნება. ბილეთების TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC  Status  ბარათებით სალაროში შეძენისას იმოქმედებს 15-20%-იანი ფასდაკლება;

Liv Warfield feat. The NPG Hornz
 34 წლის ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით.  LiV Warfield-ის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო Embrace Me, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ის გახდა პრინცის ჯგუფის New Power Generation წევრი  და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz’’. ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო.  
 2014 წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს, Soul Train-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“ .  
 
George Clinton Parliament Funkadelic
ჯორჯ კლინტონი ცნობილი ამერიკელი ფანკ მუსიკოსია. მისი კარიერა დაწყო ბენდთან,The Parliaments ერთად. მათი ყველაზე ცნობილი ჰიტი „I Wanna Testify“ 1967 წელს შეიქმნა. კლინტონი ასევე იყო ჯგუფების, P-Funk-ისა და Funkadelic-ის ლიდერი. 80-იანი წლებიდან ჯორჯ კლინტონმა სოლო კარიერა  დაიწყო. დღეს ის თანამედროვე ურბანული მუსიკის „მამად“ მოიაზრება. გარდა ამისა, ჯეიმს ბრაუნთან და სლაი სთოუნთან ერთად, მას მიიჩნევენ ფანკ მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. „Ain’t nothin’ but a party” მისი საყვარელი ფრაზაა და შავი ზღვის ჯაზფესტივალზეც დაუვიწყარ კონცერტს გვპირდება.

Liza Stensfield

 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ლიზა სტენსფილდი იყო ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი პლანეტაზე. სასიამოვნო ვოკალისა და საცეკვაო რიტმის მქონე სიმღერებით მან მსმენელის აღტაცება დაიმსახურა. მსოფლიო პოპულარულობა ხვდა წილად ლიზა სტენსფილდის დუეტს ჯორჯ მაიკლთან და Queen-თან სახელწოდებით „These Are The Days Of Our Lives“. ამ სიმღერამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

ლიზა სტენსფილდს 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული თავისი კარიერის განმავლობაში. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა, ის არასდროს აჰყოლია ტრენდებს მუსიკაში და ქმნიდა მხოლოდ იმ სტილს, რომელიც თავად მოსწონდა.

SNOOP DOGG

30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი - ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი  SNOOP DOGG დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს  სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად  „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა.

2013 წლის აპრილში, მომღერალმა პირველი რეგის ჟანრის ალბომი -  „Reincarnated“  ჩაწერა და ამჯერად, საკუთარ თავს, SNOOP DOGG-ის  ნაცვლად SNOOP-LION უწოდა. რეგის ჩარტებში აღნიშნული ალბომი პირველ ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status.

„წელს ჩატარდება მე–9 ფესტივალი და თიბისი ბანკი კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენთვის ჯაზფესტივალში ეს იქნება მე–4 მონაწილეობა. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და გვინდა, ამ მიმართულებით მონაწილეობა ყოველთვის გავაგრძელოთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics