19:31 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:06:09, 871 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა მიქაცაძე: 2002 წლიდან დღემდე, მთელი ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ პიარის მიმართულებით

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა.   იგი  თავდაცვის უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღანელებს. როგორც მიქაცაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ  თავდაცვის მინისტრის მრჩევლად   ლუკა კურტანიძის მეუღლის დანიშვნას აცხადებენ. მიქაცაძის განმარტებით, სასიამოვნოა, როცა საზოგადოება მის და ლუკას სახელს ერთად ამბობს, თუმცა საზოგადოებასთან  ურთიერთობის კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებიდან და მისი პროფესიონალიზმიდან  გამომდინარე, ურჩევნია, ახალ თანამდებობაზე დამოუკიდებლად მოიხსენიონ.

"ლუკა კურტანიძის მეუღლე- ასე იწყება ჩემს ახალ თანამდებობაზე საუბარი.მართლა ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი და ლუკას სახელი ასოცირდება და ერთად ამბობს საზოგადოება ამას. მართლაც ძალიან მიხარია, რომ ჩემს გვერდით დგას ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის ადამიანობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის სიმბოლო, მაგრამ არის რაღაც,  რისი განმარტებაც მინდა იცოდეს საზოგადოებამ. 1996 წლიდან მე აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, პირველად როგორც პიარმა ჩაჩავაში დავიწყე მუშაობა, პიარ მენეჯერად. ეს იყო ჩემი პირველი პიარ ნამუშევარი და ძალიან წარმატებული. მანამდე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, კერძო სტრუქტურებში. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი, შემდეგ ფინანსთა სამინისტრო, შემდეგ ზედაზენი და მოგეხსენებათ, რომ კერძო უწყებაში მუშაობა გაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ვიმუშაო სხვაგან და მივიღო დამატებითი შემოსავალი. ამიტომ პარალელურ რეჟიმში მე სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი. ფონდებთან ვთანამშრომლობდი და ვიყავი ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯიას" დირექტორის მრჩეველი იგივე მიმართულებით, თუმცა განვმარტავ, რომ დაწყებული 2002 წლიდან დღემდე,  მთელი ჩემი საქმიანობა შემოიფარგლებოდა პიარის საქმიანობით",-განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics