02:34 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:30:56, 315 ნახვა

საზოგადოება
ელგუჯა ხოკრიშვილი ნაირობიში UNEA-ს ბიუროს სხდომაში მონაწილეობს

კენიის რესპუბლიკაში, ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრა იმართება. 

როგორც "ექსპრენსიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლის, ვიცე პრეზიდენტის რანგში ესწრება.

შეხვედრაზე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი   ახიმ შტაინერი, რომელმაც 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამდივნოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ  ისაუბრა. ასევე გაიმართა ბრიფინგი მეექვსე გლობალური გარემოსდაცვითი ხედვის (GEO 6) მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. ბიურომ განიხილა გაეროს გარემოსდაცვითი ასამბელის მეორე სესიის (UNEA-2) მომზადებაში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის წვლილი. შემდგომ, თავმჯდომარემ წარადგინა ანგარიში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის ქვეკომიტეტის შეხვედრების შედეგების თაობაზე. 

გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის გარემოს დაცვის, წყლის და ტყის მინისტრთან ქალბატონ გრაციელა გავრილესკუსთან და  ნაირობიში რუმინეთის ელჩთან ქალბატონ იულია პატაკთან. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ნაირობიში რუმინეთის ელჩი ასევე წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფის თავმჯდომარეს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტში, შესაბამისად, საქართველომ და რუმინეთმა აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნის სახელით უნდა გაუწიოს კოორდინაცია UNEA-2-ის მომზადების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჩართულობას. ორმხრივი შეხვედრის დროს განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics