12:13 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:30:58, 322 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტს ობიექტური შეფასებებისთვის მადლობას უხდის

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკუთარ ყოველწლიურ მოხსენებაში გამოთქმული ობიექტური შეფასებების გამო, მადლობას უხდის.
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მკაფიო პოზიციისთვის, თქვენი შეფასებებისთვის, რომელიც ნამდვილად ობიექტურია და ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ზედმეტ კრიტიკას, ან ვინმეს წაქეზებს",-მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტს.
ჩიქოვანმა პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ახალ პოლიტიკურ რეალობასა და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" წარსულის მწარე მაგალითები ვერ გაითვალისწინა და საზოგადოების ნდობა დაკარგა.
"დღეს ჩვენ გვიწევს საუბარი საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის და მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ " ვერ გაითვალისწინა წარსულის მწარე მაგალითები და მოზღვავებული, ჭარბი ნდობის დიდი ნაწილი,  როგორც საკუთარი, ასევე  საკუთარი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის,  გაფლანგა.ნდობა, რომელიც მიზნად ისახავდა არა კონკრეტული პირების, ან პირთა წრის, არამედ კონკრეტული მმართველობის ფორმის მოსპობას და მოშლას.ფართო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა ოჯახში შეაღწია და ამის მიზეზად  მხოლოდ რეგიონში არსებული ვითარების მოყვანა საკმაოდ რთულ პირობებში ამყოფებს საზოგადოებას.სტაბილურობის სახელით ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რაც ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სტაბილურობის სახელით  დემოკრატიის შეზღუდვას, მიგვიყვანა იქამდე, რომ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების შიშით, შეაკავოს საზოგადოებაში დაგროვილი მის მიმართ რისხვა.პარლამენტშია ნაცმოძრაობა, რომელსაც მისი მმართველობის პერიოდში დაშვებული მძიმე შეცდომების გამო, საზოგადოებამ გამოუტანა განაჩენი და გაწირა დამარცხებისათვის. "ნაციონალური მოძრაობის" არგუმენტები და წინადადებები მოკლებულია სიმტკიცეს და სანდოობას.საზოგადოებას აქვს პოზიტიური სიახლეც. ოცნებას და ნაცმოძრაობას შორის ერთმანეთზე ზრუნვით გაჟღენთილი პროცესების ფონზე, გამოიკვეთა ალტერნატიული ძალა-"თვაისუფალი დემოკრატები",  რომელსაც თავისი საქმითა და მიღებული შედეგებით არაერთხელ როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუმტკიცებია, რომ შეუძლია პასუხისმგებლობის აღებაც და შედეგების დადებაც",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics