11:12 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:32:00, 425 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სფეროში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის სფეროში გენდერულ მრჩეველთა ორდღიანი სემინარი გაიხსნა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სემინარი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა გახსნა და სემინარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა მარიეტ შურმანმა. ნატოს წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა და სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინ გენდერული მრჩევლების მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  

სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უკვე მესამედ ტარდება. გენდერული მრჩევლების ტრენინგის მესამე ეტაპს ნორვეგიელი და დანიელი ექსპერტებიც ესწრებიან.

„გენდერული თანასწორობის საკითხზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და ამ კუთხით დიდი პროგრესია მიღწეული. დღევანდელი დღე ზუსტად ამის მაჩვენებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  აქედან გამომდინარე, იგეგმება ტრენინგები, თანამშრომლების გადამზადება და  მათთვის გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზნით არის ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი მარიეტ შურმანი თავისი ჯგუფით და დამატებით მოწვეული გვყავს სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც", - აღნიშნა გოჩა რატიანმა.

ექსპერტები გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325-ის შესახებ, სამშვიდობო მისიების დროს გენდერულ საკითხებზე და ქალთა ნებისმიერი ფორმის ძალადობის აღმოფხვრის კონვენციის შესახებ ისაუბრებენ.  სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.

„გაეროს რეზოლუციის №1325 იმპლემენტაციის თვალსაზრისით, საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. ეს გეგმა მესამე წელია ხორციელდება და განსაკუთრებული როლი აქვს სწორედ თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაზე წარმატებული უწყებაა ამ კუთხით. ნატოს გენერალური მდივნის გენდერული მრჩევლის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ნატო მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს იმ  სტანდარტის დანერგვაში, რაც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე არის მსოფლიოში მიღებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics