19:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:04:23, 670 ნახვა

სპორტი
აკაკი ბობოხიძე: დღეს ივანიშვილმა მთვრობის წარმომადგენლები ურეკში, რომ დაიბაროს თავპირისმტვრევით გაიქცევიან

„ დღეს, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წარმომადგენლები ურეკში, რომ დაიბარონ თავპირისმტვრევით გაიქცევიან და გაასწრებენ  ერთმანეთს“,-ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.
„ჩვენ დღეს ვხედავთ გაუთავებელ  იწილო-ბიწილოს, მოვა თუ არა მთავრობა პრეზიდენტთან მოსმენაზე. პრეზიდენტი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი ამ ქვეყანაში, ერთადერთი  პირი, რომელსაც აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით  ლეგიტიმაცია და აი ამ პრეზიდენტს მთავრობამ თურმე არ უნდა მოუსმინოს.  დარწმუნებული ვარ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა  ურეკში, რომ დაიბაროს ეს მთავრობა  გზაში ალბათ თავპირისმტვრევით  გაიქცევა და ერთმანეთს გაასწრებენ.  სხვათაშორის ის, რომ ბატონი ივანიშვილია  ამ ხელისუფლების მთავარი  ორიენტირი, კარგად გამოჩნდა ბატონი გოგი თოფაძის  გამოსვლაში, როდესაც მან   დაიმოწმა საქართველოს ხელისუფლების  სწორად მოქმედების  განსაზღვრის თვალსაზრისით, სწორედ  ბიძინა ივანიშვილის სიტყვები დაიმოწმა  და არა  საქართველოს პრემიერის სიტყვები.  საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა,  რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს ბატონი ღარიბაშვილი, თუმცა ის კარგი საწუხაროდ ვერ არის. მას ორი მინუსი აქვს: ერთი, რომ   ერ არის კარგი მენეჯერი,  მეორე რომც იყოს კარგი მენეჯერი არაფორმალური მმართვის შემთხვევაში შეუძლებელია  ქვეყანაში იყოს წარმატებები და ის,  რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მართვა ამას ადასტურებს  ბატონი პრეზიდენტის გამოსვლა და  ამას ადასტურებს ყოფილი უმარვლესობის წარმომადგნლების გამოსვლა და ამას ადასტურებს ბატონი გოგის გამოსვლა“,-განაცხადა  აკაკი ბობოხიძემ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics