11:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:22:16, 312 ნახვა

პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი მარგველაშვილს: კალამი, რომელიც ივანიშვილმა გაჩუქათ, საპრეზიდენტო ინსტიტუტის წყევლა გახდა

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, დღევანდელი დღის სიმბოლო არა პრეზიდენტის ყოველწლირუი ანგარიშია, არამედ ის ცარიელი ფლანგი, რომელიც მთავრობის წევრებისთვის არის განკუთვნილი. 

ამის შესახებ გაბაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა არ ჰყავს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელი იქნება. 

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, რომელიც  ცუდს და კარგს გაარჩევს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. ქვეყანას ჰყავს  ერთი კაცის ნების რამოდენიმე შემსრულებელი პირი,  რომელიც რასაც და როგორ იტყვის, ისე იქნება.  ის ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად მახსოვს, თქვენ დაგყვებოდათ საარჩევნო კამპანიის დროს და ერთ–ერთ ამაღელვებელ საარჩევნო მომენტში კალამიც კი გაჩუქათ, მაგრამ ეს კალამი გახდა წყევლა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა. ეს კალამი, ეს ნდობა, თქვენ მას არ გაუმართლეთ, არ ვიძახი გაუმართლეთ თუ არა ქართველ ხალხს, მაგრამ მას პირადად არ გაუმართლეთ. სწორედ ეს გახდა დღევანდელი დღის სიმბოლო, რომ ეს ფლანგი ცარიელია. ცინიკური კომენტარები, რომ მინისტრებს საქმე აქვთ და არ სცალიათ პარლამენტში მისასვლელად“, – აღნიშნა გაბაშვილმა. 

დეპუტატის შეფასებით, იმისათვის, რომ დღევანდელ გამოსვლას მთავრობა დასწრებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა „თავის სიმაღლეზე არ აღმოჩნდა“. 
 „ ისინი კონსტიტუციას იშველიებენ.  სწორედ კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ თუ პარლამენტი მოითხოვს, მთავრობა უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტის მოხსენების დროს. ასევე დღეს არ მოხდა სრულფასოვანი დებატების გამართვა“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics