11:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 18:02:24, 415 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ხარძიანის მკვლელობის საქმეს უფრო სერიოზული პასუხი სჭირდება, ვიდრე ვაზაგაშვილის მკვლელობაზე მივიღეთ

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეს ეხმაურება.

როგორც მან პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ეს მკვლელობები დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ საზარელი მკვლელობის ამბავს, რომელიც რამოდენიმე დღის და თვის წინ მოხდა.  იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობა, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება,  ახალი შს მინისტრი  და საქართველოს პროკურატურის  გუნდის ახალი შემადგენლობა დადგა.  მე დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე საქმე სათანადოდ გამოძიებული იქნება და არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი გამოძიებასთან დაკავშირებით.  დაისჯებიან, როგორც შემსრულებლები, ასევე შემკვეთები“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა  საქართველოში დაუსჯელობის განცდა აღარ იყოს.
 
„ასეთი მკვლელობები შემთხვევით არ ხდება. უცბად ვიღაცამ  დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და ტყვია გაისროლა, არ ხდება. ამიტომ, ამ საქმეს სჭირდება გაცილებით უფრო დიდი და სერიოზული პასუხი, ვიდრე ჩვენ მივიღეთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე.  მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურა და შს სამინისტრო ამ საქმეებს ნათელს მოჰფენს.  ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვანია არ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეზე კონკრეტული დამნაშავე დაისაჯოს, არამედ იმისათვის, რომ აღარასდროს არავის საქართველოში ეჭვიც კი არ გაუჩნდეს, რომ ასეთი რამ შეიძლება ჩაიდინოს და ეპატიოს, გამოუძიებელი დარჩეს და არავითარი შედეგი აქედან არ იყოს. ჩვენი ქვეყნის სიჯანსაღისათვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამ მკვლელობაზე სათანადო ადეკვატური და რაც მთავარია სწრაფი პასუხის გაცემა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 ცნობისთვის, პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და  სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics