13:34 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 18:53:39, 469 ნახვა

სამხედრო
IV მექანიზირებულ ბრიგადაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა.

შეხვედრას ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, J-3 უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსი სტუმრებს საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ესაუბრა. ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატზე, ასევე, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებსა  და ნატოსთან თავსებადობაზე გამახვილდა. განსაკუთრებით აღინიშნა ნატოსა და ევროკავშირის მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის შესახებაც ისაუბრა. გენრალ-მაიორმა თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობა აღნიშნა და საზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურების, ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვაზე ყურადღება გაამახვილა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მედიის წარმომადგენლებთან ღონისძიება შეაფასა - „შეხვედრა დატვირთული იყო კითხვა-პასუხით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით არსებული ვითარება ნატოს მიმართულებით; ასევე, ვისაუბრეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ტარდება. შევეცადეთ საზოგადოებაში, ექსპერტთა შორის დაგროვილ კითხვებზე პასუხები გაგვეცა“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ დადებით ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

 „თავისთავად, ის პროცესები, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უშუალოდ სამხედროებისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ცხვიტავამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს.

სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics