15:56 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 11:46:46, 2607 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გააგებინა ყველას, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციას და ყირიმის დაბრუნებას ელოდება", - აღნიშნა სპაისერმა.

სპაისერის თქმით, ტრამპს რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.

"იმისთვის, რომ ბევრ პრობლემის მოგვარება, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა იყოს შესაძლებელი", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა.

უკრაინაში მომხდარმა კონფლიქტმა და ყირიმის ანექსიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის და რამდენიმე დასავლური ქვეყნის მხრიდან.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან საერთოდ გააუქმებს ან დაასუსტებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა შესტავაზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს სანქციების მოხსნა, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი ბირთვულ არსენალს შეამცირებს. ამის შემდეგ, მორიგ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ აპირებს.

თებერვლის დასაწყისში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში  ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში იქამდე იქნება, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics