2015-04-01 09:34:25, 378 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დონ ბრაუნი, ელიზაბეტ დუფრეინი და მარკ რეძინსკი ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ქალაქ ბათუმში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოში, უმასპინძლა. დღესვე ექსპერტებს ქალაქ ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ს/პ I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი შეხვდება. შეხვედრებზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად სამომავლო დახმარების მასშტაბები და კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. ამერიკელმა ექსპერტებმა ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის N1 სამმართველოს მე-2 სასაზღვრო სექტორისა (კირნათი) და N4 სასაზღვრო სექტორის (ქედა) მშენებლობისთვის სოფელ ოქტომბერში, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარ შერჩეული მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს. ექსპერტები საქართველოში 2 აპრილის ჩათვლით დარჩებიან. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|