01:56 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 23:55:55, 855 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 თებერვლის სპეციალური ანონსი

16 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: საქართველოს მთავრობის მიერ 9 თებერვალს მიღებული N73-ე დადგენილება, რომლის მიხედვით ხდება კერძო დაზღვეულების გამიჯვნა (გამოთიშვა) სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან და ამ დადგენილების გავლენა როგორც ბენეფიციარებზე, ასევე სადაზღვევო სისტემაზე. 
მის:მოსაშვილის ქ. N24, სადაზღვევო ასოციაცია, მე2 სართული

16 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა Edu Fair-ს გახსნის და გამოფენას დაათვალიერებს. 
მის.: წერეთლის გამზ. N118, „ექსპოჯორჯია“-ს მე-11პავილიონი

16 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 

16 თებერვალს, 12:00 საათზე, N112-ე საჯარო ბაგა-ბაღს ცნობლი მსახიობი ბაია დვალიშვილი ესტუმრება და ბავშვებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მის საყვარელ ზღაპრებს წაუკითხავს. ღონისძიებას დაესწრება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.
მისი: ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N14
საკონტაქტო პირი თამარ კვირტია - 577173004

16 თებერვსლს, 13:00 საათზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
თემა: საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი. 
„თბილისი მერიოტი“, დარბაზი სანადიმო
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

16 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტთან „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

15 თებერვალს, 14:00 საათზე, გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება, სადაც რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

16 თებერვალს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, „სდასუ"-ს დიდ დარბაზში (I სართული) გაიმართება „საინფორმაციო დღე" აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების მიღების თაობაზე. 

16 თებერვალს, 15:00 საათზე, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორს, მოსმენების კანონის ალტერნატიულ ინიციატივას წარუდგენს. 
საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (С კორპუსი, მე_5 სართული)

საკონტაქტო პირი: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24

16 თებერვალს, 17:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში დიდი ინტერაქტიული გამოფენა - „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“ გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გერლინდე მასუდი. 
მის.: ზანდუკელის ქ. #16




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics