15:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 22:11:07, 921 ნახვა

სამხედრო
რაიმონდს ბერგმანისი: ლატვია ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბოლო ორმხრივი შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ბერგმანისთან გამართა.

შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ კოლეგას მადლობა გადაუხადა ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული დახმარებისთვის. თავის მხრივ, კი რაიმონდს ბერგმანისმა კიდევ ერთხელ გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე: „ლატვია ყოველთვის უწევს დახმარებას და მხარსდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე აბსოლუტურად ყველა მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს საკითხი ეჭვგარეშეა“.

ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. როგორც რაიმონდს ბერგმანისმა აღნიშნა, საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ძალიან კარგი ლატვიელი ექსპერტია მივლენილი.

საუბარი შეეხო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობის ფორმატს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას. რაიმონდს ბერგმანისმა კი, გასული წლის ნოემბერში ავღანეთში, გერმანის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და ქართველ მშვიდობისმყოფელებს მადლობა გადაუხადა: „პირადად მე, ქართველ ხალხს ძალიან ვაფასებ. გასული წლის ნოემბერში ავღანეთში ვიყავი, სადაც ლატვიელი სამხედროები მშვიდობისთვის კოალიციური ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი ავღანეთში ვიზიტიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ლატვიელმა და ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა, ავღანეთის ადგილობრივი ძალების დახმარებით, გერმანელი დიპლომატების სიცოცხლე გადაარჩინეს. მე ბევრი მადლობა მივიღე გერმანული და ქართული მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველებს. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ძალიან რთულ მისიას ასრულებენ და წვლილი შეაქვთ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფაში. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში“.

ბრიუსელში ორდღიანი ნატოს თავდაცვის მინისტერიალი უკვე დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics