03:25 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 00:08:12, 846 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 თებერვლის სპეციალური ანონსი

17 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რუმს თბილისში” გაიმართება ტრენინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” და სახალხო დამცველის აპარატი. 
საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

17 თებერვალს, 11:00 სააათზე, პარლამენტში (ფრაქციის ოთახი), "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ხელისუფლების მხრიდან ჯანდაცვისა და სადაზღვეო სისტემაში დაფიქსირებული ახალი პრობლემები.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24

17 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოში ვარკეთილის მოსახლეობასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებები. 
მის.: თავისუფლების #2

17 თებერვალს, 11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს, 11:30 საათზე, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: განათლებაში არსებული პრობლემები.
საქართველოს პარლამენტი, „ევროპული საქართველოს“ ფრქციის ოთხთან.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24

17 თებერვალს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის პარლამენტის წევრ ანა გომეშთან შეხვედრას გამართავს. 
მის.: თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

17 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომელზეც განიხილება საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და თავისუფალ პროფკავშირზე ზეწოლის ფაქტები. 
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/43 (საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზი) 

17 თებერვალს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

17 თებერვალს, 14:30 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის პარლამენტის წევრ ანა გომეშს შეხვდებიან.
მის:. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს, 15:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221)

17 თებერვალს, 15:20 საათზე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპის პარლამენტის წევრ ანა გომეშს შეხვდებიან. 
მის.: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს 17:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორის" ახალგაზრდა ჟურნალისტები, სტუდენტები „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად განცხადებას გააკეთებენ. 
მის.: კოსტავას პირველი შესახვევი, კორპ 7. ბ 1.
საკონტაქტო ტელეფონი: 591 05 16 01

17 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ანა კალატოზიშვილის გამოფენა, სახელწოდებით ,,ჩემი გამოფენა - ჩემი ცხოვრებაა" გაიმართება.
მის.: სიონის ქ. #8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 

17 თებერვალს, 18:30 სათზე, „სტრადაში“ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ გამართავს საღამოს “ერთად შევცვალოთ სამყარო”, რომელიც ფილანტროპიის იდეის პროპაგანდას ეძღვნება. ასევე 2016 წლის ,,საუკეთესო ფილანტროპის“ წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #5




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics