16:59 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 12:04:17, 333 ნახვა

სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატების მტკიცებულებები ტყვიაგაუმტარია

"ადვოკატების მიერ მომზადებული მტკიცებულებები მართლაც ტყვიაგაუმტარია",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულბები უნდა წარადგინონ. პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების მიღების შემდეგ, საქმე დაკავებული 5 პირის სასარგებლოდ გადაწყდება.

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ადვოკატების მხრიდან,  მათ მიერ მომზადებული მტკიცებულებები არის მართლაც ტყვიაგაუმტარი. დარწმუნებული ვარ,  მათი  მიღების შემდეგ,  სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს და ეს საქმე ძალიან მალე უდანაშაულო ადამიანების სასარგებლოდ დასრულდება",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics