15:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:29:45, 2964 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
გიორგი გახარია თურქეთში მიმდინარე ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა

 „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა,  თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘’, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის ბიზნესფორუმი სამ ქვეყანას შორის უკვე მეხუთედ იმართება და საქართველო ამ ფორუმისგან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ელოდება.

„საქართველოს მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა თურქულმა და აზერბაიჯანულმა კომპანიამ გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს დაინტერესებულ ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1.5 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს კეთილმეზობლურ, მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სასიხარულოა,  რომ ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია არაერთი თურქული და აზერბაიჯანული კომპანია, რომლებიც წარმატებულად საქმიანობენ და ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თურქეთში ქართული ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. ფორუმის პარალელურად, სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ტრანსპორტისა და რკინიგზის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები სამი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან.

ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ამ დროისთვის გამოკვეთილი სექტორებია რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა, ხიზილალის მოპოვება და ა.შ.

 (NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics