12:17 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:33:08, 1004 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ინტენსიურად თოვს

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში ახალი ნალექის სიმაღლეს 2 მეტრს აღწევს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით,  მაღალი გამავლობის ტრანსპორტი  შეუფერხებლად  მოძრაობს ყველა მიმართულებით.

 ბოლო მონაცემებით თოვლის საფარი ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 1 მ-მდე მერყეობს.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთო.

გზები ინტენსიურად იწმინდება ხელვაჩაურშიც. კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.

ქედის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდულია. სხვადასხვა მიმართულებით იწმინდება როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის მონაკვეთი. სასწავლო პროცესი არ შედგა მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაგა-ბაღში.

ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან და სოფლებთან მიმოსვლა შეზღუდულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა შეუფერხებლად გადაადგილდება ტრანსპორტი  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე. სასწავლო პროცესი არ შედგა 22 საჯარო სკოლასა და არცერთ საბავშვო ბაღში.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.

ინტენსიურად იწმინდება გზები სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი არ შედგა 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაგა-ბაღში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ზოგიერთ მონაკვეთებში. ბათუმი-ხულოს მონაკვეთის 44 კმ-ზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იწმინდება ბათუმი-ქედის ცენტრალური მაგისტრალი, ასევე იწმინდება გზა ხულო-გოდერძის უღელტეხილის 106 კმ-დან სათხილამურო ბაზამდე. ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით აჭარაში შუქი არ მიეწოდება 400 აბონენტს.

შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე. ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება რეგიონის ყველა აბონენტს.

ბათუმსა და ქობულეთში ნალექის რაოდენობა მცირეა, გზებზე შეფერხხებები არ ფიქსირდება.  შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდას. მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც.

 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics