05:34 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 12:59:31, 307 ნახვა

საზოგადოება
IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღეს უფრო ნაკლებად ოპტიმიზტურად არის განწყობილი, ვიდრე ერთი წლის წინ.

მოსახლეობის 55 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25 % კი პასუხობს, რომ საქართველო სწორ მიმართულებას ადგას. ამის გამომწვევი მიზეზები ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობაა.

ამასთან, გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურვილი აქვს გააღრმავოს კავშირები დასავლეთთან. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მსგავსად, მოსახლეობის 78 % მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას. ეს მხარდაჭერის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ყველა დემოგრაფიულ სექტორს მოიცავს.
საქართველოს მოსახლეობა შეწუხებულია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით. საქართველოს მოსახლეობის 76 % რუსეთის ფედერაციას საფრთხის წყაროდ აღიქვამს. მოსახლეობის 88 % ამბობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება ან შესაძლებელია, განახლდეს.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
 გამოიკვეთა, რომ უმუშევრობა და ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics