14:28 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 12:23:52, 3163 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: შეცდომა იქნებოდა ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის სახელმწიფოს სიძულვილში დაადანაშაულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პუტინს ღრმად და გულწრფელად სძულს უკრაინა. ის უარყოფს, რომ არსებობს უკრაინელი ერი, მე ეს პირადად ვიცი. ის უკრაინელებს რუსეთის ნაწილად თვლის და მას ევროპის რუკის შეცვლა სურს. მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პუტინის მადა მხოლოდ უკრაინით შემოიფარგლება. მხოლოდ ერთი დრო და ერთი ადგილია, სადაც შესაძლებელია უარი ითქვას რუსულ რევანშიზმზე. ეს დრო ახლაა და ადგილი კიდევ უკრაინაა", - განაცხადა პოროშენკომ. 

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ პირველ დისკუსიაზე განხილვის მთავარი თემა უკრიანა-რუსეთის ურთოერთობები, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება და აშშ-ის შიდა პოლიტიკური საკითხები იყო. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics