11:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 13:19:24, 1811 ნახვა

ეკონომიკა
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გაეზრდებათ და ჯარიმებზე შეღავათები ექნებათ

ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გაეზრდებათ და ჯარიმებზე შეღავათები ექნებათ.

ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“  შედის, რომლის ინიციატორიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია.

პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისაგან,  თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას-  გააიმპორტებს, ან რეექსპორტზე გაიყვნას.

ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით "გაუიაფდება" მანქანა. 

სულ მცირე 1000 ლარით გაიაფებაში კი, კავკასიის ავტოიმპორტის დამფუძნებლის გიორგი სურგულაძის განმარტებით, იგულისხმება, რომ მანქანებმა,  რომლებმაც ვერ მოასწრეს საბაჟო ტერმინალში შესვლა, ძველი კანონით მათ დაერიცხათ 1000 ლარიანი საბაჟო ჯარიმა და 500  ლარიანი  შსს-ს მომსახურების,  ანუ ტრანზიტული ნომრების ჯარიმა.

„საუბარია ამ ორი ჯარიმის მოხსნაზე, რომელიც ფაქტობრივად 1500 ლარია“, – აღნიშნა სურგულაძემ. 
გარდა ამისა, კოდექსში მეორე ცვლილებაც შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის  45 დღიანი ვადა 60 დღემდე გაიზრდება.

ასევე, გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაში ვერ მოახერხა გაყიდვა,   საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები მარტივდება ამასთან, ეს რეჟიმი საბაჟო საწყობის გარდა სხვა ადგილებზე გავრცელდება, როგორიცაა ბაზრობა და ა.შ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით, ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. 

როგორც თაბუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმპორტირებული ავტომობილების რეალიზება სწრაფად ვერ ხერხდება.

აღნიშნული ცვლილება კი, მისივე თქმით, ავტოიმპორტის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. 

„ჩვენ ამ საკითხზებზე მუშაობა გარკვეული პერიოდის წინ დაწყებული გვქონდა. ავტოიმპორტიორებთან კონსულტაციებს ვმართავდით და შეჯრებული ვარიანტი გვაქვს. ცვლილება, რომელიც ძალაში შევა, დიდ შეღავათს მისცემს ავტოიმპორტიორებს“, – განაცხადა თაბუაშვილმა. 

ავტოიმპორტიორი გიორგი სურგულაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ამ ბიზნესის ახლანდელ მდგომარეობას შეამსუბუქებს. 

„სახელმწიფოს მხრიდან, საკმაოდ ეფექტური ცვლილებები ხორციელდება, რომელიც ვფიქრობ, ბიზნესს რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს“, – აღნიშნა სურგულაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics