18:42 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:50:35, 1351 ნახვა

საზოგადოება
ცაიშის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერი დავით  ნარმანია, მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი  ცაიშის ქუჩაზე მიმდინარე გზის  კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ  ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ჩუღურეთს თბილისის ზღვასთან და მახათასთან აკავშირებს.

„რამდენიმე დღის წინ, ცაიშის ქუჩაზე დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური,   გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება  და დაზიანებული გზის საფარის  მოხსნა, რომლის შემდეგაც დაიწყება  უშუალოდ ახალი საფარის დაგება. სულ აღნიშნულ ქუჩაზე  22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცაიშის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების ფარგლებში,  ახალი, 600 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი, ახალი ბაზალტის ბორდიურებით კი მოეწყობა ტროტუარები.  ჯამში, ცაიშის ქუჩაზე 22 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგება.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქროსფოინთი“ ახორციელებს.  სამუშაოები 16 თებერვალს დაიწყო და ივნისში  დასრულდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics