23:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 15:13:44, 1785 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი მხარდამჭერებს: რომ გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, „რუსთავი2“-სა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა მიმართა:

„თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება. 2 წელია უკვე გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. მუდმივი შანტაჟი, მუქარა, ყადაღა, წნეხი. იმ უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიხევია უკან და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან. თუმცა, ყველაფერს ზღვარი აქვს, ჩვენ დღეს ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას . „რუსთავი2“ თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ უკვე თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებში შემოვლენ და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და სივრცე აღარ იქნება დატოვებული, რომ თქვენი პრობლემები გააშუქონ“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics