05:52 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 17:15:23, 1381 ნახვა

საზოგადოება
უგულავა: „რუსთავი 2“-ის მოწონება-არ მოწონების საკითხს ივანიშვილი არ უნდა წყვეტდეს

 „გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ „რუსთავი 2“ ქართული დემოკრატიის პირმშოა“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ   ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის დასრულების შემ დეგ განაცხადა.

უგულავას თქმით, „რუსთავი 2“ ქართველი ხალხის საკუთრებაა.

„ჩვენი ამოცანა დღეს არის „რუსთავი 2“-ის  დაცვა. იმიტომ რომ  მარტო „რუსთავი 2“-ში არ არის საქმე.  ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია და მიუხედავად საკუთრებისა ეს არის ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის მონაპოვარი. ქართული დემოკრატიის პირმშო არის „რუსთავი 2“.  ეს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს ის და ვის არ მოსწონს ის. მოწონება-არ მოწონების საკითხს თვითონ ადამიანი უნდა წყვეტდეს. ამას ივანიშვილი და მთავრობა არ უნდა წყვეტდეს. ჩვენ სახელმწიფომ  უნდა მივცეთ შესაძლებლობა აი ამ არჩევანის. ტესტი არის მარტივი. თუ არ კონტროლდება ხელისუფლებიდან ის არის დამოუკიდებელი. მეტი სხვა ტესტი არ არსებობს.

ასე რომ ეს მარტო „რუსთავი 2“-ის თემა არ არის. ეს არის გლობალურად მძიმე პროცესი, რომელსაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ „რუსთავი 2-ს“ შევინარჩუნებთ. შევინარჩუნებთ წინსვლის და განვითარების პერსპექტივისთვის“,-განაცხადა უგულავამ.  

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics