10:52 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 18:20:18, 1091 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მედიათეკებში საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

დღეს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პროგრამის კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ესრებოდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). 

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. 
პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად,  ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, გავეცნოთ ხელოვნებას, მუსიკის საათი, მკითხველთა კლუბი, ფოტოხელოვნება, ანიმაცია  და ეკოსაათი (გარემოს დაცვა).

ფასები და პირობები: ვაკის ფილიალში  3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე 25 ლარს შეადგენს.
შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლების პაკეტებით: 3 თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, 75-ის ნაცვლად გადაიხადოთ 60 ლარი. ფასდაკლება შეეხება საოჯახო პაკეტსაც: 2 ან მეტი ბავშვისთვის 3 თვიანი აბონემენტის ღირებულება 1 ბავშვზე 50 ლარია.
ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. 
ვაკის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას, დღის საათებში. 

ვარკეთილის ფილიალში  დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 10 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 25 ლარს.
საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი 1 ბავშვზე 20 ლარს შეადგენს.

ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. 
ვარკეთილის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics