14:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 14:19:10, 330 ნახვა

პოლიტიკა
პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 190 მილიონ ლარს შეადგენს

2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტიდან  გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით 190 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური მაჩვენებლები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.

დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მისივე თქმით, 2014 წლის  წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გაწეული ხარჯი 131 მილიონი ლარი იყო, 2013 წელს - 105 მილიონი ლარი, 2012 წელს - 81 მილიონი ლარი.

„დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია“,  - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა იმ რაიონულ გამგეობებს და სამსახურებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, მეორე კვარტლის მაჩვენებელმა ასევე გადააჭარბოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics