23:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 16:03:07, 370 ნახვა

პოლიტიკა
თეიმურაზ მურღულია სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს არამის გრიგორიანს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამუშაო ვიზიტით ერევანში  იმყოფებოდა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს არამის გრიგორიანს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა, ბიომრავალფეროვნების სფეროში რეგიონული პროექტების განხორციელების პერსპექტივები, ამ პროექტებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და ტრანსსასაზღვრო პრობლემატიკის გადაჭრის გზები.

ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) განხორციელების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით,  რომ საქართველოში იწყება ხიზილალის წარმოება, რაც სომხეთში  რამდენიმე წელია  წარმატებით ფუნქციონირებს.

ორივე მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორივე ქვეყნის ორჰუსის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ამ მიმართულებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics