11:44 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 18:10:54, 617 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა

„პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში ოპტიმისტურია და 4.9%-ს შეადგენს. 

"მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, და ასევე მნიშვნელოვანი - ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს წლიური ბიუჯეტის 24%-ზე მეტი საგადასახადო შემოსავლების სახით. თავისთავად ცხადია - თებერვლის მაჩვენებელი არის ძალიან ოპტიმისტური და 4.9%-იანი ეკონომიკური ზრდა და 18%-ით დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვებას გავაგრძელებთ და იმის და მიხედვით, თუ როგორი იქნება მარტი-აპრილი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგნოზებთან დაკავშირებით. თუმცა უნდა ითქვას, პირველი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი იყო პროფიციტური, ანუ ბიუჯეტში შემოსავლები აღემატებოდა ხარჯებს, თუმცა აქვე ავღნიშნავ, ხარჯებიც ძალიან მაღალია, მათ შორის მნიშვნელოვანია - გაზრდილია კაპიტალური დანახარჯები",-განაცხადა ხადურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics