02:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 20:26:40, 324 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს

„მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს.

"მე მივესალმები, იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ დეტალურად. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის ყოვწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის წევრების მისამართით კრიტიკა მისთვის საწყენია.

„ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ ჩემი აზრით გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო. არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს. მაგრამ, ვინაიდან საჯარო იყო ეს გამოსვლა, თუმცა არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა მოსახლეობას, არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან რაიმე ინიციატივით. ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩემს მიერ განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics