11:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 10:51:46, 387 ნახვა

სამართალი
ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მოქმედი ვეტექიმები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მოქმედი ვეტექიმები ხვიჩა ბიჭიაშვილი და მამუკა მჟავანაძე დააკავა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგმოძიებო სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  დადგენილია, რომ  ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის  ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე.

გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics