11:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 11:03:30, 402 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: იდეალური საზოგადოება, სადაც ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა არ ხდება, მსოფლიოში არ არსებობს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში დღეს მოქალაქეები უფრო მეტად დაუცველები არიან, ვიდრე ადრე.

როგორც შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, დანაშაულებები-მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ნებისმიერ ქვეყნაში ხდება და მომავალშიც მოხდება, რადგან მისივე განმარტებით, იდეალური საზოგადოება, სადაც ასეთი დანაშაულებები არ ხდება, მსოფლიოში არ არსებობს.

შოთაძის განცხადებით, მთავარია, საგამოძიებო ორგანოებმა დანაშაულებს ადეკვატურად უპასუხონ და დამნაშავეები დაუსჯელები არ დატოვონ. ამას კი, შოთაძის მტკიცებით, მთავარი პროკურატურა აკეთებს, რის მაგალითადაც იურიზი ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება დაასახელა.

"ნებისმიერ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს პროკურატურის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არც ერთი დამნაშავე, არც ერთ საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირი, არ დარჩება დაუსჯელი. ყველა ჩვენს რესურს გამოვიყენებთ, რომ შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.რაც შეეხება დაუცველობას, მინდა ვთქვა, რომ მკვლელობები ყველგან ყოველთვის ხდებოდა, იმაზე მსჯელობა რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე იყვნენ, ან მომავალში იქნებიან, არასწორი იქნება. მსგავსი სასტიკი დანაშაულებები ხდებოდა და მომავალშიც მომხდება, რადგან იდეალური საზოგადოება, სადაც ყაჩაღობა ძარცვა, მკვლელობ არ ხდება, ასეთი საზოგადოება, ქვეყანა სახელწიფო, მსოფლიოში არ არსებობს. მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში პროკურატურის სამართალდამცავი ორგანოების არის ასეთ სასტიკ დანაშაულებს მკაცრად ვუპასუხოთ და ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ, რისი მაგალითიც არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის სქმე, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია უკვე პიროვნება, რომლის მიმართაც არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ მან მოახდინა სასაფლაოზე ხელყუმბარის დამონტაჟება, რასაც შედეგად იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოყვა. ჩვენ თითოეულ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, თითოეული დამანშავე დაისჯება. მთელი ქვეყანა უნდა გაერთინადეს, რომ ასეთი დამნაშავეები დავსაჯოთ.ამას მხოლოდ პროკურატურა ვერ გააკეთებს. პროკურატურას ამ მიმართულებით სჭირდება პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერა, რისი დიდი იმედიც გვაქვს",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics