06:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 12:36:12, 580 ნახვა

ეკონომიკა
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.  

1 აპრილიდან ვითიბი ბანკის Rugby Card-ის, ან ნებისმეირი სხვა ბარათის  მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში.

ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, 1 ბილეთს  მიიღებს. გათამაშება შედგება 28 ივლისს. ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი გამარჯვებულები, 2 ოქტომბერს ინგლისში, რეგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრებად გაემგზავრებიან.

გათამაშებაში მონაწილეობის პრინციპი მარტივია, რაც უფრო  ხშირად ხდება  ანგარიშსწორება ბარათით, მით უფრო მეტი  ბილეთი გროვდება და შესაბამისად, გამარჯვების შანსებიც იზრდება.

ამასთან ერთად, 1 აპრილიდან ვითიბი ბანკი, მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად რეგბის მსოფლიო თასისთვის შექმნილ განსაკუთრებული დიზაინის ბარათს-Rugby Card.

აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორებისას მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე გათამაშების 2 ბილეთს მიიღებს.

ვითიბი ბანკის წამახალისებელ გათამაშებაზე  დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის  დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ ისაუბრა:

"ვითიბი ბანკი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თანადგომა  კიდევ ერთხელ გამოგვეხატა და Rugby Card-ის გამოშვებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.
1 აპრილიდან  მომხმარებელი ვითიბი ბანკის Rugby Card-ით, ან ნებისმიერი სხვა ბარათით გადახდისას ერთვება წამახალისებელ გათამაშებაში და შესაძლებლობა ეძლევა, მოიგოს ინგლისში საქართველოს  ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრება.Rugby Card-ით ანგარიშსწორების შემთხვევაში,  მოგების შანსი იზრდება, რადგან ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე მომხმარებელი 2 ბილეთს იღებს. სხვა ბარათების შემთხვევაში იგივე თანხაზე 1 ბილეთი გაიცემა.Rugby Card  ვიზუალურად ყველა სხვა ბარათისგან განსხვავდება. მასზე ცოცხალი სურათია დატანილი რაგბის თამაშისა. გარდა ამისა, ამ ბარათის მფლობელს ორმაგი შანსი აქვს, მოხვდეს  ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბარათი, რომელიც იმოქმედებს 3 წლის განმავლობაში და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბარათი არ გაუქმდება, ის  იქნება  ჩვეულებრივი მოქმედი ბარათი",-განაცხადა ვალერიან გაბუნიამ.

ფოტო რეპორტაჟი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics