19:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 16:42:15, 1778 ნახვა

სპორტი
ბოკერია: ვითარებიდან გამოსავალი დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა

 „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა და თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს.

ბოკერიას თქმით,  ძალადობა და ვანდალიზმი აზიანებს და საფრთხეს უქმნის თითოეულ  მოქალაქეს, ფიზიკურად იქ მყოფ და მცხოვრებ ადამიანებს და მლიანად ქვეყანას.

„სპეციფიურად აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას, ამ ტრადიციას და ხელს აძლევს ისეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, როგორიც დღეს გვყავს სამწუხაროდ. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ შეიძლება ნებისმიერ პროტესტში ან მითუმეტეს არეულობაში ხედავდეს საკუთარ პოლიტიკურ შანსს ან არ ყოფნიდეს მოთმინება, რომ გაერკვეს ვითარებაში, სანამ პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ამიტომ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ არც ერთ ეტაპზე არანაირი სოლიდარობა არ გამოუხატავს ამ პროცესის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად არის ივანიშვილის მთავრობის. ხუთი წელია ეს ხალხი ანგრევს სახემწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს დამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამცირებს პატრულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ამ ყველაფერმა მოგვიყვანა მძიმე ვითარებამდე. საათების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა და თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს. ამ ვითარებიდან გამოსავალი  არის ერთადერთი, ბევრი მოქალაქის სამოქალაქო აქტიურობა და ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით’’,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics